ტარიფები

Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

 

ტარიფი

ტარიფს, რომელიც შეეხება ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს _ ადგენს სემეკი, მასშიასახულია წარმოებასა და მიწოდებასთან დაკავშირებული სრული ხარჯები და გათვალისწინებულია ბ/გაზისმიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილების სუბიექტებისა და მომხმარებელთა ინტერესები. იგი შესაძლებელი ამრავალი მიზეზის გამო იქნას კორექტირებული სემეკის შესაბამის დადგენილებამდე. საყიფაცხოვრებო მომხმარებლისადმი დადგენილი ბ/გაზის ტარიფის კორექტირების საფუძველს ასევე წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის კურსის ცვლილება.

ბუნებრივი გაზის მომხმარებელი იყოფა ორ კატეგორიად:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ანუ ფიზიკური პირი,რომელიც ბ/გაზს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის და ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი ანუ საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სახის მომხმარებელი.

  შესაბამისად არსებობს ბ/გაზის სხვადასხვა სამომხმარებლო ტარიფები კატეგორიების მიხედვით: საყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის ბუნებრივი გაზის საფასური 1 კუბური მეტრისათვის შეადგენს 0.44 ლარს (დღგ ჩათვლით),რომელიც რეგულირდება სემეკის მიერ.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის მიწოდებული ბ/გაზის გამოცხადებული სამომხმარებლო მაქსიმალური ტარიფი 1 მ3-ისათვის შეადგენს – 1,1 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), რომელც დერეგულირებულია.

    ორივე სახის მომხმარებელთა მიერ ბ/გაზის მოხმარების აღრიცხვა-ანგარიშგება ამჟამად ხორციელდება მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ქვითარში მითითებული ვადის განმავლობაში. ქვითარში მიეთითება აგრეთვე მოქმედი ტარიფები, მოხმარებული ბ/გაზის მოცულობა კუბურ მეტრებში,მომხმარებელზე დარიცხული თანხა. ქვითარი მომხმარებელს მიეწოდება ერთი და იგივე დროს, საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 7 რიცხვისა.

<ამოსაბეჭდი ვერსია>

ინფორმაცია საგაზეთო- ვებგვერდი

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.