29.07.2018

Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

2018 წლის 29 ივნისს სს ,,საჩხერეგაზის“ შესაბამისმა სამსახურებმა წარმატებით დაამთავრეს ქ. საჩხერეში თამარ მეფისა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე (ორ ლოკაციაზე) ცენტრალური საავტომობილო გზის გადაჭრის სამუშაოები მიწისქვეშა ბურღვის (გამოჭირხვნის) მეთოდით, რომლებშიც გაატარეს შესაბამისი დიამეტრის პოლიეთილენის მილსადენები.
ჩატარებული სამუშაოების მიზანია ახლო მომავალში არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების ახალი ობიექტებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდება და ასევე გაზმომარაგების სისტემის ამ მოცემულ ქსელზე მიერთების მსურველთათვის მიმზიდველი ვითარების ჩამოყალიბება.
საჩხერეგაზის მენეჯმენტი თანადგომისათვის მადლობას უხდის მოცემულ საქმეში ორგანიზაციული, ტექნიკური და კანონმდებლობით დადგენილი ნებართვების განმახორციელებელი სახელმწიფო სტრუქტურების და კერძო კომპანიების მესვეურებსა და უშუალოდ ამ პროცესში ჩართულ საკუთარ დასაქმებულებს.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *