კატეგორია: კატეგორიის გარეშე

ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა საყურადღებოდ!

ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა საყურადღებოდ!

ქ. საჩხერეში, მდ. ყვირილას მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელის ავარიულად დაზიანების გამო 2018 წლის 20 მარტს 04:55 სთ-დან ბუნებრივი გაზმომარაგება შეუწყდა ქ. საჩხერეში, მდ. ყვირილას მარცხენა სანაპირიზე განლაგებული ყველანაირი კატეგორიის მომხმარებელს და მარჯვენა სანაპიროზე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ყველანაირი კატეგორიის მომხმარებელს, დავით აღმაშნებლის, თამარ მეფის, სოფ. ივანწმინდის ნაწილს და სოფ. არგვეთის საკრებულოში შემავლი ყველანაირი კატეგორიის მომხმარებელს.
მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
აბონენტებს ვთხოვთ, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და ყურადღება გამოიჩინონ ბუნებრივი გაზმომარაგების აღდგენის პროცესში.
წარმოშობილი დისკომფორტის გამო სს ,,საჩხერეგაზი“ აბონენტებს უხდის ბოდიშს.

ს.ს საჩხერგაზი 2017

სს-ის აქციათა 99.85%-ის მფლობელია სს საჩხერის მუნიციპალიტეტი. ეს აქციები მას 2008 წლის ბოლოსსაქართველოს ელექტრონული განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცა.
სს-ის ხელმძღვანელია გენერალური დირექტორი ზაზა ზაბახიძე, დაბ. 1964 წლის 31 ივლისს, უმაღლესი ტექნიკურიგანათლებით, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, საწარმოს ხელმძღვანელობს 1991 წლის 4 იანვრიდან.
თამარ ანასაშვილი – გენერალური დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში, დაბადებული 1965 წლის 21 ივლისს, უმაღლესი ტექნიკური განათლებით. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ამ თანამდებობაზეა 2009 წლის 1იანვრიდან.
ლალი ცუხიშვილი – გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებში, დაბადებული 1980 წლის 27თებერვალს, უმაღლესი ეკონომიური განათლებით, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ამ თანამდებობაზეა 2009 წლის 1 იანვრიდან.
ჩვენი იურიდიული მისამართია ქ. საჩხერე, თამარ მეფის ჩიხი № 8
საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე მომსახურება ხორციელდება როგორც გეგმიურად, ასევე მიღებული განცხადებების შესაბამისად, კანონმდებლობისა და გაზის მეურნეობაში მოქმედი უსაფრთხოების წესების დაცვით.
მომსახურებას ახორციელებენ სს-ში არსებული სამსახურები, რომლებიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებისაგან.